1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება ოზურგეთის მაზრის სასწავლებელთათვის ერთდროული დახმარების შესახებ. საბჭომ მხედველობაში მიიღო ის უბედურება, რომელიც მაზრას დაატყდა შიმშილიანობისა და ომიანობის გამო და დაადგინა, მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღძრას სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების შესახებ.

წყარო: განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომების ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4327 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4327]; წვდომის თარიღი: 2019-09-15