1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება მეორე კლასიან (ყოფილი საეკლესიო) სამასწავლებლო სკოლათა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთების შესახებ. დაადგინეს, რომ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთებულიყო ბანძის ვაჟთა და ზუგდიდის ქალთა მეორე კლასიანი სკოლები, პირველი – სრული სახაზინო ხარჯით, ხოლო მეორის ზედმეტი ხარჯები ზუგდიდს დაკისრებოდა. დაადგინეს, ეს საქმე დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს დაკისრებოდა.

წყარო: განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომების ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4333 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4333]; წვდომის თარიღი: 2019-09-21