1919 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნინო ნაკაშიძის წინადადება, გამგეობამ შეიძინოს მისგან წიგნების დასაბეჭდი 8 კლიშე, რომელიც წაღებული ჰქონდა მას „დედაენა“ I და II ნაწილისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძინათ 8 კლიშე ცალი 40 მანეთად, უნდა მიეცათ სულ 320 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4350 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4350]; წვდომის თარიღი: 2019-09-19