1919 წლის 9 აგვისტოს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ წიფის (შორაპნის მაზრა) უფასო სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გადაეცა მათთვის თავიანთი გამოცემები სახელმძღვანელოების გარდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4518 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4518]; წვდომის თარიღი: 2019-09-21