1919 წლის 27 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელთა კავშირის ოზურგეთის კოოპერატიული წიგნის მაღაზიის „განათლების“ თხოვნა 30000 მანეთის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგეობამ მაღაზიას კრედიტის გამოყოფაზე უარი უთხრა. გამგეობის წევრ თეოდორე კიკვაძის თავდებობით კი 7000 მანეთის წიგნები 2 კვირის ვადით მისცეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4533 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4533]; წვდომის თარიღი: 2019-08-18