1919 წლის 9 ოქტომბერს თბილისის ქალთა VI გიმნაზიის დირექტორმა, გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე გრიგოლ ნათაძეს მიმართა, რომ მას წარუდგენდა გიმნაზიის რუსულისა და სომხური კლასების პროგრამებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, სომხურ ენაში, სომხურ ლიტერატურასა და სომხეთის ისტორიაში.

წყარო: გიმნაზიების სასწავლო პროგრამები, შედგენილი მასწავლებლების – ვახტანგ კოტეტიშვილის, ივანე გველესიანის, მიხეილ აბრამიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4559 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4559]; წვდომის თარიღი: 2020-02-28