1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეონ მელქისედეკის ძე მელიქსედ-ბეგის თხოვნა, მიეცეს მას ნება, რათა საჭიროების მიხედვით შეეძლოს სახლში წაღება საზოგადოების წიგნსაცავიდან ზოგიერთი ხელნაწერის და ნაბეჭდი წიგნებისა სამეცნიერო მუშაობისთვის მოკლე ხნით. გამგეობამ არსებული წესის შესაბამისად მას ხელნაწერებით სარგებლობის ნება დართო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4570 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4570]; წვდომის თარიღი: 2019-09-16