1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მაღაზიის გამგე ივანე ავალიშვილის მოხსენება „დედა ენის“ II ნაწილის დაბეჭვდის შესახებ. გამგეობა პრინციპულად დაეთანხმა ამ საკითხს და განხორციელება პრეზიდიუმს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4574 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4574]; წვდომის თარიღი: 2019-09-19