1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მე-4 უბნის მომრიგებელი სასამართლო აუწყებს საზოგადოების გამგეობას, ნებაყოფლობით დაცალოს შმულევიჩის სახლი, სადაც მოთავსებულია ავლაბრის ბიბლიოთეკა, არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. გამგეობამ მდივანს მიანდო საქმის გარკვევა, ღებულობს თუ არა ავლაბრის კულტურული წრე ბიბლიოთეკას თავის გამგებლობაში. თუ 6 ნოემბრამდე ბიბლიოთეკას არ ჩაიბარებენ, უნდა გადმოიტანონ საზოგადოების ბინაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4988 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4988]; წვდომის თარიღი: 2019-09-19