1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ნადეჟდა ჭყონიასი წინადადებას აძლევს გამგეობას, შეიძინოს ნაღდ ფულზე მისგან მისი მეუღლის, ალექსანდრე ჭყონიას ნაწერები „ისტორიული ნარკვევი“ 270 ცალი და „სამეგრელოს აღწერა“ – 60 ცალი. პირველი – 35 მანეთად ცალი, ხოლო მეორე – 25 მანეთად, 40% დაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძენათ „სამეგრელოს აღწერა“ – 60-ვე ცალი, ხოლო „ისტორიული ნარკვევი“ 100 ცალი 40%-ის დაკლებით იმ პირობით, თუ „ისტორიული ნარკვევის“ ნომინალური ფასი იქნებოდა 20 მანეთი, ხოლო „სამეგრელოს აღწერისა“ – 15 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4992 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4992]; წვდომის თარიღი: 2019-09-19