განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ერთკლასიან და ორკლასიან სასწავლებელთა გადაკეთების შესახებ ისე, რომ მომავალში ეს სკოლები სახალხო სკოლას გათანაბრებოდა – სამწლიანი ოთხწლიანად გადაკეთდებოდა, ხუთწლიანი სასწავლებლების დამამთავრებელი განყოფილების მოწაფენი უმაღლეს დაწყ. სასწავლებელში გადაეყვანათ. დაადგინეს: დროებით არსებული მდგომარეობა დარჩენილიყო, სკოლის ძირითადი რეფორმის პრინციპული საკითხი ვიდრე არ გადაწყდებოდა.

წყარო: განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომების ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5039 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5039]; წვდომის თარიღი: 2019-12-10