ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5073

ფაქტი 5073

1918 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ განიხილა მოხსენება საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ. იმჟამად საინგილოში არსებობდა შემდეგი სასწავლებლები: ნორმალური სკოლა სოფელ კახში; ქალთა და ვაჟთა სამრევლო სკოლები – ალიბეგლოში, ქოთუქლოში; მუშაბაშსა და ყორაღანში. ამ სკოლების მასწავლებლები იმ წლის მარტამდე ნორმალურად იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო აპრილიდან კახის ნორმალური სკოლის მასწავლებლებს შემცირებული ხელფასი ეძლეოდათ. ამიტომ იძულებულნი გახდნენ, სამსახურისთვის თავი დაენებებინათ. ისინი ითხოვდნენ კუთვნილ ანაზღაურებას. მოხსენებას ხელს აწერს სოფელ კახის ნორმალური სკოლის მასწავლებელი გრიგოლ აფშინაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5073; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .