1918 წლის 15 ოქტომბერს გრ. აფშინაშვილმა განათლების სამინისტროს წარმოუდგინა მოკლე წერილობითი მოხსენება საინგილოს სკოლების შესახებ და აღძრა შუამდგომლობა, რათა საინგილოს სკოლებისათვის საჭირო თანხა გადაედოთ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაქათალის ოლქის მდგომარეობა, კერძოდ საინგილოსი, გამოუძიებელი იყო, განათლების სამინისტრო მაინც შესაძლებლად თვლიდა, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე 20 250 მანეთი გადაედო.

წყარო: მოხსენება საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5074 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5074]; წვდომის თარიღი: 2020-02-27