1919 წლის 26 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ გიმნაზიის დირექტორ ჭეიშვილს მისწერა, რომ მასწავლებელ ალექსანდრა აბაზაძისთვის არ მიეცათ პირადი საბუთები მანამ, სანამ სამსახურიდან ოფიციალურად არ დაითხოვდნენ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ალექსანდრა გიორგის ასულ აბაზაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5241 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5241]; წვდომის თარიღი: 2020-01-21