1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატთან უშუამდგომლა ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელ გიორგი მინას ძე აბაშიძეს, რათა იგი ქართული ენის შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ. მას შუამდგომლობაზე პასუხი არ მიუვიდა და ამიტომ, შუამდგომლობის დაკმაყოფილება მთავარგამგეს სთხოვა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი მინას ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5269 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5269]; წვდომის თარიღი: 2019-07-19