1919 წლის 18 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს აცნობა, რომ N65 ბრძანებით, 1919 წლის 1-ლი მარტიდან ქართული ენის მასწავლებლად დაწყებით ოთხ კლასში გიორგი მინას ძე აბაშიძე დაამტკიცა. ცნობას ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ისონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი მინას ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5276 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5276]; წვდომის თარიღი: 2019-07-19