1912 წლის 16 სექტემბერს ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი გიორგი მინას ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის სამზრუნველოს ბრძანების თანახმად, დაინიშნა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი მინას ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი