თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორ ილარიონ ლორთქიფანიძის 1919 წლის 24 ოქტომბრის მოხსენების მიხედვით, იგი გრიგოლ ნათაძეს წარუდგენდა გიმნაზიის VI, VII და VIII კლასების ქართული ენის სიტყვიერებისა და საქართველოს ისტორიის პროგრამებს. მოხსენებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ იოსელიანი.

წყარო: გიმნაზიების სასწავლო პროგრამები, შედგენილი მასწავლებლების – ვახტანგ კოტეტიშვილის, ივანე გველესიანის, მიხეილ აბრამიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5350 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5350]; წვდომის თარიღი: 2020-02-21