1919 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ივანე გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, გასული წლის იანვარში გამგეობამ დაადგინა ხსენებული წიგნის გამოცემა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო წიგნი ვერ დაიბეჭდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ი. გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილი გამოიცემოდა, თუ ავტორი წიგნის მოწონების შესახებ სამინისტროს რეცენზიას წარმოადგენდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5361 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5361]; წვდომის თარიღი: 2019-09-19