განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის მასწავლებელი ელენე ბუტულაშვილი დაინიშნა ბოდბის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგედ 10 ოქტომბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეპიტაშვილი.

წყარო: განათლების მინისტრის ბრძანებები | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5401 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5401]; წვდომის თარიღი: 2019-10-22