1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ისიდორე კვიცარიძის თარგმანის „როგორ ცხოვრობდნენ ძველად ადამიანები“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაიბეჭდოს გ. ჯავახიშვილის შესწორებით, ჰონორარად მას მიეცეს 300 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5426 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5426]; წვდომის თარიღი: 2019-09-19