განათლების მინისტრის მოადგილის ალ. მდივნის 1918 წლის 12 სექტემბრის მოხსენება ეხება მესხეთის კერამიკის სკოლის ხარჯების გასაძღოლად 2 000 მან. გადადებას. სასწავლო წელი იწყებოდა და სკოლას სჭირდებოდა, რომ იმ დღესვე დაემზადებინა სამუშაო მასალა, შეშა, ნახშირი და სხვ. ხარჯთაღიცხვა კი შეიძლება დაგვიანებულიტო, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვს, განკარგულება გასცეს თანხის გაცემაზე.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5613 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5613]; წვდომის თარიღი: 2019-10-22