განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 11 ოქტომბრის მოხსენებაში პედაგოგიური მუზეუმის მოსამსახურეთა დაკმაყოფილების შესახებ, ნათქვამია, რომ ხარჯთაღრიცხვა უკვე გადასცეს ეროვნულ საბჭოს, მაგრამ დამტკიცება შეიძლება დაგვიანდეს, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვს, 10-მილიონიანი ფონდიდან ავანსად გაიღოს 1500 მან. მოსამსახურეთათვის, რომლებიც უზომოდ შრომობენ და დიდი ხანია სასყიდელს არ იღებენ.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5711 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5711]; წვდომის თარიღი: 2019-08-19