განათლების მინისტრის 1918 წლის 31 ოქტომბრის მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის ათმილიონიანი ფონდიდან 15 965 მან. გაღების შესახებ. ძველი სენაკის სკოლა დაარსებულია 1884 წელს. მისი ქონება დაგირავებულია ქუთაისის მიხეილის ყოფილ სათავადაზნაურო ბანკში 9 400 მანეთად. ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს და შუამდგომლობას სთხოვს 15 965 მან. გამოყოფაზე.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5720 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5720]; წვდომის თარიღი: 2019-09-21