მინისტრის მოადგილის 1918 წლის 26 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საინგილოში არის ორკლასიანი ნორმალური ვაჟთა სასწავლებელი, ქალთა სამრევლო სკოლა და 4 ქალ-ვაჟთა სამრევლო სკოლა. რაც ეს მხარე აზერბაიჯანის ჯარმა დაიკავა (ვაჟთა სასწავლებლის გარდა), ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ აპრილიდან დახურა და მასწავლებლები უჯამაგიროდ დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაქათლის ოლქის, კერძოდ, საინგილოს მდგომარეობა გამოძიებული არ არის, მინისტრთა საბჭოს ამ სკოლებისთვის 20 250 მანეთის გამოყოფას სთხოვს ხელფასებისა და სამეურნეო ხარჯებისთვის.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5804 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5804]; წვდომის თარიღი: 2019-08-22