1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვსა და მაზრის კომისარს, დეკანოზ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძეს მისწერა, რომ სასწავლებელი ფული, ქონება და საქმეები მაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით გადაეცათ დეკანოზ აბესაძისთვის. აქტი კი სამინისტროში გაეგზავნათ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დეკანოზ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5899 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5899]; წვდომის თარიღი: 2019-07-18