თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N67 ბრძანებით გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი გადაიყვანეს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში 1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5931 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5931]; წვდომის თარიღი: 2019-10-22