ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7940

ფაქტი 7940

გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი საერო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 26 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე დაადგინა, შემდგომი წლის 12 იანვრიდან დროებით მიიწვიოს ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად 24 თავისუფალ გაკვეთილზე გიორგი აბულაძე, რომელსაც კიევის უნივერსიტეტში საბუნებსმეტყველო ფაკულტეტის 8 სემესტრი აქვს მოსმენილი. ამას აუწყებს ცნობის და სათანადო განკარგულებისთვის. გიმნაზიის დირექტორთან ერთად ხელს აწერს საქმის მწარმოებელი მ. რაზიკაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7940; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .