1920 წლის 18 თებერვალს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს მინისტრის მოადგილის იმავე წლის N33 ბრძანება 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად გიორგი დავითის ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ. ამასთანავე გაუგზავნეს მისი პირადი საბუთები NN1526 და 154. ხელს აწერენ დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მიქაბერიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი დავითის ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 7947 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/7947]; წვდომის თარიღი: 2019-11-19