„ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლის, ექ. ალშიბაიასგან მიიღო დეპეშა, რომ 12 ივლისს, 5 საათზე, ჩავიდა ბაქოში, სადაც მას დახვდნენ: მე-11 ლაშქრის სარდალი ლევანდოვსკი, სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარი კარაევი, გზათა სახალხო კომისარი, ქ. ბაქოს კომენდანტი, შრომის კომისრის მოადგილე ტურაევი; 13 ივლისს კი მან ინახულა რევკომის თავმჯდომარე ნარიმანოვი და საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი.

წყარო: ერთობა, 1920 | 20 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8346 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8346]; წვდომის თარიღი: 2020-04-04