1918 წლის 24 ოქტომბერს დაბალი სასწავლებლების მთავარგამგემ სამტრედიის რკინიგზის სამმართველოს სასწავლო განყოფილებას გაუგზავნა 19 ოქტომბრის N1936 შუამდგომლობა არჩეული მასწავლებლების თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ და აუწყა, რომ შუამდგომლობაში აღნიშნული თითოეული პირის შესახებ საჭირო იყო ცნობები, განათლების ცენზი და ნამსახურეობითი სია. ნამსახურეობითი სია შეეძლოთ წარმოედგინათ ორიგინალის ან დამოწმებული სახით. ხელს აწერდნენ მთავარგამგის ნაცვლად ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8740 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8740]; წვდომის თარიღი: 2019-06-26