ღამით ბოროტმოქმედებმა, როცა სასწრაფო მატარებელს უნდა გამოევლო, ლიანდაგი აყარეს სადგურ ქსნიდან 2 ვერსის მანძილზე. ვაგონი ხევში გადაეშვა, ოცმა ბოროტმოქმედმა დაიწყო მგზავრების ძარცვა. ავარიის შედეგად დაიღუპა მემანქანე, მისი თანაშემწე და კორესპონდენციის კონდუქტორი. მალე მცხეთიდან მოვიდა ჯავშნიანი მატარებელი და დაიწყეს სროლა. აქვე მოვიდნენ გზის მინისტრი და სხვა გვარდიელები. დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 16 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 891 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/891]; წვდომის თარიღი: 2019-09-15