რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1909 წლის 17 სექტემბერს ამიერკავკასიის რკინიგზების სამოსწავლო განყოფილების განკარგულებით ქართული ენის მასწავლებლად სამტრედიის რკინის გზის ორკლასიან სასწავლებელში დაინიშნა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9127 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9127]; წვდომის თარიღი: 2020-02-28