1918 წლის 8 ნოემბერს მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ლავრენტი ფირცხალავამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 4 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია ახალი ენებისა (გერმანულ-ფრანგული) და ლათინურის მასწავლებლად დროებით დაუშვეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ლაზარეს ძე ადამიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9526 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9526]; წვდომის თარიღი: 2020-01-23