ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე (გერგისელი, გედი)

დრამატურგი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (სსდმპ) წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი

1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძემ დაკითხვისას საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე ბესარიონ მელიქაძეს განუცხადა, რომ ადასტურებდა არალეგალურ საქმიანობაში ჩართულობას 1923 წლის სექტემბრამდე, შემდეგ ფაქტობრივად მიატოვა, მაგრამ პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

წყარო: ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის საქმე | N24 364
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1098 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1098]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.