პეტრე მიხეილის ძე ჩარექიშვილი (ჩარექოვი)

წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე, თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 30 დეკემბერს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე პეტრე ჩარექიშვილმა განათლების სამინისტროს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგის დავით ანანიაშვილის თხოვნა დასამტკიცებლად წარუდგინა. მან მინისტრს სთხოვა, ანანიაშვილისთვის კერძო სასწავლებელში გატარებული დრო სამსახურში ჩაეთვალა და მისთვის მოწმობები (N 134 და N 50) დაებრუნებინა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ივანეს ძე ანანიაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 11329 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/11329]; წვდომის თარიღი: 2020-01-27

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.