სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე

პედაგოგი, მღვდელი, საქმისმწარმოებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1915 წლიდან სოლომონ ანდღულაძე ოზურგეთის ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად მსახურობდა. ის გიმნაზიის კერძო სასწავლებლის სახით გახსნის დღიდან იქ მუშაობდა და ორგანიზაციულ საკითხებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სოლომონ ანდღულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12270 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12270]; წვდომის თარიღი: 2019-12-06

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.