ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანია

სასწავლებლის გამგე

1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის სამზრუნველოს განცხადება ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე მასწავლებლად გარდავაძე უნდა დარჩენილიყო, შემდეგ კი განიხილავდნენ გელაზანიას მოწვევის საკითხს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12325 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12325]; წვდომის თარიღი: 2019-10-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.