ნადეჟდა გიორგის ასული აბაზაძე

სამტრედიის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგი

1919 წლის 24 თებერვალს სამტრედიის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად მიწვეული იყო ნადეჟდა გიორგის ასული აბაზაძე და სთხოვა იგი იმავე წლის 1-ლი თებერვლიდან თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ ქალაქის მოადგილე დ. მიქელაძე და საქმისმწარმოებელი ა. კანდელაკი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნადეჟდა გიორგის ასულ აბაზაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12472 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/12472]; წვდომის თარიღი: 2019-10-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.