კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ფოცხვერაშვილი

ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ეროვნული გუნდის გამგემ, კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ეროვნული გუნდის სუბსიდირების 30000 მანეთამდე გაზრდის შუამდგომლობით მიმართა. ძველი დაფინანსება ვერ აკმაყოფილებდა გუნდის მოთხოვნილებებს. თანხა 26 მაისის სამზადისისთვისაც იყო საჭირო.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 31 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1328 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1328]; წვდომის თარიღი: 2020-01-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.