მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი

სტუდენტთა დახმარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, განათლების სამინისტროს სტიპენდიატი

1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ სტუდენტი მიშა ახმეტელაშვილი სასოფლო კომისიის მუშათა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დაარსების დღიდან მუშაობდა სიღნაღისა და თელავის მაზრებში პასუხისმგებელ პროპაგანდისტად; მისი რევოლუციური მუშაობა ნაყოფიერი იყო საზოგადოებისთვის. ხელს აწერენ სასოფლო კომისიის თავმჯდომარე ჯიბლაძე და მდივანი ე. ურუშაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 13336 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/13336]; წვდომის თარიღი: 2019-10-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.