ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი

1918 წელს გაიმართა პარლამენტის სხდომა კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც განიხილეს პარლამენტში უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ ენის ხმარების საკითხი. წარმოდგენილი იყო კომისიის უმცირესობისა და უმრავლესობის პროექტი. უმრავლესობის პროექტის მომხსენებელი არჩილ ჯაჯანაშვილი იყო, უმცირესობისა – მ. არსენიძე. კამათში მონაწილეობა მიიღო ყველა ფრაქციამ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ფრაქციას, გარდა მენშევიკებისა და სოციალ-ფედერალისტებისა, რომლებმაც უმცირესობათა პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ეროვნულ-დემოკრატებმა დარბაზი დატოვეს. განიხილეს და მიიღეს კომისიის უმცირესობათა პროექტი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 13 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.