ლუბა ფოცხვერია

პედაგოგი

1920 წლის 16 იანვარს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ შუამდგომლობდა ლუბა ფოცხვერიას, რათა მისთვის პენსიისა და ხუთწლეულის დამატებისთვის ჩაეთვალათ რუსეთში, ხონის მარინესა და ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში ნამსახური წლები. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებლის ნაცვალი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 15439 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/15439]; წვდომის თარიღი: 2019-07-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.