ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), სახალხო გვარდიის სარდალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დახვრიტეს 1924 წელს

1918 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სახალხო გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, ქართულ მხარეს და იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც აფხაზეთიდან ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას, მოხდა შეტაკება, სადაც ქართულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაამარცხა.

წყარო: საქართველო, 1918 | 1 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1620 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1620]; წვდომის თარიღი: 2020-01-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.