ეპიფანე ნესტორის ძე ალშიფანია

სტუდენტი

ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სტუდენტების სია, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, საიდანაც შეირჩა 19 სტუდენტი: ალშიფანია ეპიფანე ნესტორის ძე, ბაქრაძე გიორგი (ელექტროობა), ახვლედიანი ვალერიან, ედიბერიძე გიორგი, ლაზარაშვილი ივანე (სამთო მრეწველობა) ბერიკაშვილი დავით,ცაგურია ნიკოლოზ (მეტალურგია), გოგიჩაიშვილი, ელიავა ზურაბ (ეკონომისტები), კობახიძე კონსტანტინე(ფინანსები), მესხი ნიკოლოზი (ელექტრომექანიკოსი), ნაზაროშვილი ალექსანდრე (ელექტროტექნიკოსი), პაპასკირი ლიდია, ცეკვაშვილი მიხეილ (ეკონომისტი), ჩომახიძე სპირიდონ (საქონელთა მცოდნე), ჩხენკელი ი. (ტექნოლოგი), კახაძე გრიგოლ, ქიქოძე გაბრიელ, წულეისკირი მირონ. მათგან მხოლოდ სამი იყო საშუალო განათლებით, დანარჩენები დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 5 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.