ნიკოლოზ სერგეის (სერგის) ძე მესხი

სტუდენტი, განათლების სამინისტროს სტიპენდიატი

სამსონ ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ბარბალე სპ. წერეთლისა (თავმჯდომარე), მღვდელი კონსტანტინე ანთაძე, ვარლამ გარდავაძე, ბესარიონ კელენჯერიძე, პლატონ კიკნაველიძე, მელიტონ გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ მესხი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.