პეტრე ქავთარაძე

სენაკის თვითმმართველობის ხმოსანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 15 ივლისს ახალსენაკში შეხვდნენ ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელებს. მათ მიმართა შტაბის თავმჯდომარე ევტროფი გოგავამ, ერობის სახელით – პ. ქავთარაძემ და ქალაქის თვითმართველობის სახელით – გ. ჯაკობიამ. შემდეგ მოინახულეს აზერბაიჯანის ფრონტზე დაცემული პლ. ხუბუტიას, ქოჩო გუგუშვილისა და ვალიკო გოგოლაშვილის საფლავები. სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდა გვარდიელმა აკაკი კალანდარიშვილმა.

წყარო: ერთობა, 1920 | 21 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1747 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1747]; წვდომის თარიღი: 2019-06-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.