კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი (სუხიშვილი)

დეკანოზი, პედაგოგი

1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სწერდა, რომ თავისი სამსახურის აღწერაში არ იყო შეტანილი საღვთო სჯულის მასწავლებლობა განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში. ეს მონაცემები საჭირო იყო იმისთვის, რომ მისი ასული, თბილისის პირველი გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლე, ნინო სუხიშვილი, სწავლის საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლებულიყო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გრიგოლ იასონის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 17722 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/17722]; წვდომის თარიღი: 2019-07-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.