ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი

ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს მუზეუმებში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საეკლესიო მუზეუმი მოსავლელად და სარგებლობისათვის უნივერსიტეტს ჰქონდა გადაცემული და მსგავსი პირობებით უნივერსიტეტს საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებაც შეეძლო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1800 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1800]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.