ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა თავისი წიგნების ჰონორარიდან გარკვეული თანხა ითხოვა. მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 150 000 მანეთი. გამგეობის წევრებმა დაადგინეს, მისთვის 100 000 მანეთი მიეცათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1819 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1819]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.